ურეკში, "იმედის პარკში" ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ახალგაზრდული საქველმოქმედო ასოციაციას “მოწყალებას“ ორგანიზებით ხელთ ნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
"ჩვენ ყოველწლიურად ვაწყობთ ასეთ გამოფენებს. ასე ვამსხვრევთ საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ღონისძიების გამართვაში ხელს გვიწყობენ. გამოფენა-გაყიდვა საღამოს 6 საათზე იწყება."- გვითხრა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ქეთი ჭიღლაძემ.
ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა ურეკში ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.