ბოლო პერიოდში ჩინური კომპანიები და ფონდები სულ უფრო ხშირად განიხილავენ ავსტრალიაში უძრავ ქონებაში ინვესტირებას საკუთარი ქვეყნის ანალოგიური ბაზრის ალტერნატივად.
ეს ტენდენცია ძირითადად იმას უკავშირდება, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობა დეველოპერებსა და ინვესტორებთან მიდგომას ამკაცრებს. ჩინეთში უძრავი ქონება სულ უფრო ძვირდება.
ამ ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელთა აზრით, ეს სპეკულანტებისა და დეველოპერების მოღვაწეობას უკავშირდება, რომლებიც საკუთარი შემოსავლის მნიშვნელოვნად გაზრდას უძრავი ქონების გაძვირების საშუალებით ცდილობენ.
მათი საქმიანობის შედეგად, რიგითი ჩინელებისთვის საცხოვრებელი ბინის შეძენა მიუწვდომელ ფუფუნებად იქცა. შექმნილ პირობებში ჩინური კომპანიები უცხოეთში ცდილობენ საქმიანობის წარმართვას.
ავსტრალია ჩინეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. გარდა ავსტრალიისა, ჩინური კომპანიები მეზობელი ვიეტნამის ბაზრითაც დაინტერესდნენ, სადაც უძრავი ქონების შეძენა ბოლო ხანებში მომგებიანი გახდა.