"გურია ნიუსის" ინფორმაციით, საქართველოს სახალხო დამცველის საკონტაქტო პირი გურიაში მაკა მალაყმაძე დაინიშნა. ეს ინფორმაცია თავად მაკა მალაყმაძე დაადასტურა.
"პროექტის მიზანია სახალხო დამცველის წარმომადგენლობის გაძლიერება და ადამიანის უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში, გავმართავ გასვლით საინფორმაციო შეხვედრებს. ასევე, მოსახლეობას საშუალება ექნება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, განცხადებით ან საჩივრით მოგვმართონ"– გვითხრა მაკა მალაყმაძემ.
მაკა მალაყმაძეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი. შემდეგ სწავლა გააგრძელა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ჟურნალისტიკა მედია-მენეჯმენტის სპეციალობით, სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი.
ბოლო პერიოდში მუშაობდა "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აჭარის ფილიალის კოორდინატორ-ჟურნალისტად და საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტად. ასევე იყო გაზეთ "ბათუმელების" და ტვ 25-ს ჟურნალისტი.