მიმდინარე წლის რვა ივლისს, ლანჩხუთში ჩატარებული ფესტივალის _ „კავკასია 2015“-ის დასაფინანსებლად კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებამ 13 308 ლარი გაიღო. ოპონენტთა ნაწილს კითხვები ამ თანხის მიზანმიმართულ ხარჯვასთან დაკავშირებით გაუჩნდა და ფრაქციის _ „ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისთვის“ შეკრებაზე, სადაც სამსახურის უფროსებთან ერთად ჟურნალისტებიც იყვნენ მიწვეული, დოკუმენტი წარმოადგინეს, რომლის მიხედვით, კულტურის სახლის სცენის უკანა მხარეს სარეპეტიციო დარბაზში გასასვლელი კარის შეძენა-მონტაჟი 420 ლარი დაჯდა, ხოლო 7500 ლარი სცენის აპარატურისა და განათების დაქირავებისთვის გაიხარჯა. ფრაქციის წევრების თქმით, მათთვის გაუგებარია, რა კავშირშია ერთმანეთთან სცენის უკანა კარი და ეს ფესტივალი. ძირითადი აქცენტი 7500 ლარზე გაკეთდა, რადგან ფრაქციის წევრთა მტკიცებით, როცა თანხა 5000 ლარს აჭარბებს, აუცილებელია, ტენდერის გამოცხადება, რაც ფესტივალისთვის სცენის აპარატურისა და განათების დაქირავების შემთხვევაში არ მომხდარა და საქმე აშკარა კანონდარღვევასთან გვაქვს.
ტენდერის ჩაუტარებლობას, თავის მხრივ, ადასტურებს გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გია იმნაიშვილიც, რომლის თქმითაც, საკითხთან დაკავშირებით, მან და თვისი სამსახურის შესყიდვების სპეციალისტმა კონსულტაცია გაიარა გამგეობის შესაბამის წარმომადგენელთან და მიიღო დასტური, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ტენდერის გარეშე შესაძლებელი იყო აღნიშნული ხარჯის გაწევა.
აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს გამგეობის შესყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი მაია აფხაზავაც, რომლის თქმითაც, შესყიდვების შესახებ კანონის თანახმად, რახან ადგილი ჰქონდა წარმომადგენლობით ხარჯვით შესყიდვას, არ იყო ტენდერის ჩატარების აუცილებლობა.