ამ წუთებში დაბა ურეკში , სასტუმრო "კოლხიდასთან" გალა-კონცერტი "ჩვენ, მზე და ლურჯი ზღვა" იმართება.
კონცერტში ქართული ესტრადის ახალგაზრდა ვარსკვლავები ნინა სუბლატი, მებო ნუცუბიძე, ნოდიკო ტატიშვილი, ნინი ბრეგვაძე, სოფო გელოვანი და სოფო ბედია მონაწილეობენ.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახური.
































































