ბელგიური ოჯახები ევროპაში ყველაზე უზრუნველყოფილნი არიან. ასეთ დასკვნამდე მივიდა ევროპის სტატისტიკური სამსახური – ევროსტატი.
მეორე ადგილზე ოჯახების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, იტალიელები და გერმანელები გავიდნენ.
სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, ბელგიურმა ოჯახებმა 915 მილიარდი ევრო დააგროვეს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 210 პროცენტია.
დღესდღეობით ბელგიური ოჯახების დანაზოგი 156 ათასი ევროა. აღსანიშნავია, რომ ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის მოქალაქეთა ოჯახების დანაზოგი ერთად აღებული.
ექსპერტების მონაცემებით, ბელგიელები ფულს იმის გამო ინახავენ, რომ უმეტესობას სახელმწიფოს დიდი ვალი აქვს. ბევრი მათგანი შიშობს, რომ ვალების სწრაფად დაბრუნების მიზეზით, შესაძლოა, ხელისუფლებამ გადასახადები გაზარდოს. ამიტომ, ცდილობენ, შავი დღისთვის ფული გადანახული ჰქონდეთ. გარდა ამისა, ბელგიელები ბუნებითაც დანაზოგისა და სიფრთხილისკენ არიან მიდრეკილნი, რის გამოც მათ ხელმომჭირნეებს უწოდებენ.