თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს გაზმომარაგება შეუწყდება.
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი #70-ის გეგმური რევიზია-პროფილაქტიკის მიზნით, 11:00 საათიდან 17:00 სათამდე გაითიშება. გაზმომარაგება შეუწყდება ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას (920 აბონენტი).
11:00 საათიდან 17:00 საათამდე დიღმის IV კვარტალში მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი #398-ის გეგმური რევიზია-პროფილაქტიკის მიზნით, გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის მასივის IV კვარტალში მდებარე კორპუსებისა და ახმეტელის ქუჩა 2, 4, 6, 8, 10, 12-ის მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს (2120 აბონენტი).
11:00 საათიდან 17:00 საათამდე გლდანის IIIა მიკრორაიონში მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი #366-ის გეგმური რევიზია-პროფილაქტიკის მიზნით, გაზმომარაგება შეუწყდება გლდანის IIIა მიკრორაიონში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას (1400 აბონენტი).
გარდა ამისა, კომპანიის ინფორმაციით, ისნის რაიონში, უჯარმის II შესასხვევი, 2-თან მოქალაქე კონსტანტინე გედევანიშვილის დაკვეთით, კუთვნილი საცხოვრებელი სახლის სახურავზე გამავალი დ/წნევის დ-100 მმ გაზსადენის რეკონსტრუქცია (გაზსადენზე თაღის მონტაჟი და ქსელის აწევა) უნდა განხორციელდეს, რის გამოც 26 აგვისტოს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე უნდა გაითიშოს ჭრელაშვილის ქუჩაზე მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი #363.
აღნიშნულის გამო გაზის მიწოდება შეუწყდება უჯარმის I და II შესახვევის, II და III დოლაბაურის, პატარძეულის ქუჩების კერძო სექტორისა და ქეთევან წამებულის გამზ. 61, 63ა, 63ბ, 63ც, 65, 65ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას (680 აბონენტი).
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, გაზმომარაგება სამუშაოს დასრულებისთანავე აღდგება.