საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს ABCNEWS გამოეხმაურა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკის ქვეყნის შესახებ ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ როდის გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა. აღნიშნულ ინფორმაციას ABCNEWS ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა, 2008 წელს, მხარი დაუჭირეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, მაგრამ სამხრეთ კავკასიელი ერი გაწევრიანების გეგმის პირობებს არ დათანხმდა.
ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრის გახსნის ცერემონიაზე იენს სტოლტენბერგი მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა.
მან აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს წევრობისკენ გზას აგრძელებს.
ნატო-ს განცხადებით, სამოქმედო გეგმის მიღებამდე, საქართველომ უნდა გააძლიეროს ინსტიტუტები, გაატაროს იურიდიული რეფორმები და კანონის უზენაესობას პატივი სცეს.