მსოფლიოს ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ცნობილი იყო მექალთანეობით. 1959 წელს მშობლიურ კლუბ "ბოტაფოგოსთან" ერთად გარინჩა შვედეთში იმყოფებოდა, სადაც მისგან რამდენიმე შვედი გულშემატკივარი ქალი დაფეხმძიმდა. სამშობლოში დაბრუნებულ ფეხბურთელს ქომაგებმა ამ ფაქტის გამო ობსტრუქცია მოუწყვეს, თუმცა, მალევე აპატიეს და იმავე წელს მისმა მეუღლემ მეხუთე შვილი გაუჩინა. შვიდი წლის შემდეგ გარინჩა გასცილდა ცოლს და "სამბას" მოცეკვავესთან დაიწყო ცხოვრება. ერთ-ერთ ინტერვიუში გარინჩამ აღიარა, რომ ვაჟწულობა 12 წლის ასაკში, თხასთან სექსუალური კავშირის დამყარების შემდეგ დაკარგა. საერთო ჯამში, რამდენიმე ქალისგან, გარინჩას 14 შვილი ჰყავდა, რომელთა მამობაც მან აღიარა.
ჟოზე ალტაფინი
60-იანი წლების იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავი, ჟოზე ალტაფინი, იტალიელ ფეხბურთელებს შორის პირველი გაეხვა სექს-სკანდალში. "ნაპოლიში" თამაშის დროს მან რომანი თავისი თანაგუნდელის ცოლთან გააბა და როდესაც ეს ქალბატონი მის სახლში გადავიდა საცხოვრებლად, იტალიაში იმ დროისთვის არნახული სკანდალი აგორდა. თანამედროვე იტალიელი ფეხბურთელების სკანდალების ფონზე, იმდროინდელ იტალიაში ალტაფინის საქციელი საერთო სახალხო განსჯის საგანი იყო.
ოლივერ კანი
ლეგენდარულმა გერმანელმა მეკარემ, ოლივერ კანმა, ერთ-ერთ წვეულებაზე, თავის ფეხმძიმე მეუღლეს 21 წლის ვერენა კეტთან უღალატა. ეს ფაქტი უცბად გახმაურდა, რადგან ვერენა ცნობილი იყო იმით, რომ ფეხბურთელებზე ნადირობდა და მას თიკუნიც კი ჰქონდა – "წვეულებების წიწილა". ული ჰიონესი იხსენებდა, რომ ამ ფაქტის გაგებისთანავე კანის გუნდიდან დათხოვნის სურვილი გაუჩნდა.
ქარიმ ბენზემა და ფრანკ რიბერი
საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები, ქარიმ ბენზემა და ფრანკ რიბერი, არასრულწლოვანთან ინტიმურ კავშირში იყვნენ შემჩნეულნი. ეს ცნობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში "ამშვენებდა" ევროპული ტაბლოიდების პირველ გვერდებს. მოგვიანებით რიბერიმ აღიარა, რომ ჰქონდა სექსი ზაჰია დეჰართან, თუმცა არ იცოდა, რომ მეძავი არასრულწლოვანი იყო, ხოლო ბენზემა დღემდე უარს აცხადებს ამ ისტორიასთან ყოველგვარ კავშირზე. ამ სკანდალში კიდევ ერთი ფრანგი ფეხბურთელის – სინდეი გოვუს სახელი ფიგურირებდა.
ჯანლუიჯი ლენტინი
90-იანი წლების დასაწყისის იტალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი და ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ჯანლუიჯი ლენტინი, საავტომობილო ავარიაში მოყვა, სადაც მასთან ერთად სხვა იტალიელი ფეხბურთელის, 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბომბარდირის, სალვატორე (ტოტო) სკილაჩის მეუღლე იმყოფებოდა. ამ ფაქტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია იტალიურ საზოგადოებაში. ავარიის შედეგად მიღებული ტრავმის შემდეგ, ლენტინიმ ვეღარ მოახერხა სპორტული ფორმის აღდგენა და 24 წლის ასაკში დაასრულა მოთამაშის კარიერა.