ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა ვალერი ლიპარტელიანმა 90 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლიპარტელიანი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბექა ღვინიაშვილს დაუპირისპირდა და იპონით სძლია.
ლიპარტელიანი მეოთხედფინალში სამხრეთ კორეელ ხან დონგ გვაკთან დამარცხდა და შემდეგ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გერმანელ აარონ ჰილდერბრანდს აჯობა.
ნახევარფინალამდე ღვინიაშვილმა უკრაინის სახელით მოასპარეზე ქუანჯოუ ნჰაბალის, პოლონელ პატრიკ ციემოჩსკის და სერბ ალექსანდერ კუკოლჟს აჯობა, მეოთხედფინალში კი იაპონელი მაშუ ბაკერი დაამარცხა.
ვალერი ლიპარტელიანმა ტურნირზე არაბული საემიროების წარმომადგენელ მიხაელ მარკიტანის, ამერიკელ იაკობ ლარსენს, ფრანგ ალეხანდრე იდირს სუფთად მოუგო.
ქართველ ძიუდოისტებს ასტანაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ბრინჯაოს მედალი აქვთ მოგებული.