ტელეკომპანია "იმედი" საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქშოუებს დროებით აჩერებს. აღნიშნულთან დაკავშირებით "იმედი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია იმედი დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების სეგმენტს.
ამის მიზეზია ჩვენი სურვილი, შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი და შევიმუშაოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან.
ამავე განცხადებაში დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გადაცემების გუნდის წევრებს, რომელთაგან თითოეულს დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმედის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების შექმნაში", _ აღნიშნულია განცხადებაში.
ტელეკომომპანიის განცხადების გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე, გადაცემების "რეაქციისა და "იმედის კვირის" წამყვანმა ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადაცემები დაიხურა:
"მორჩა კინო, წადით სახლში – "რეაქცია" და "იმედის კვირა" დაიხურა", _ დაწერა გრიგოლიამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.