საჭირო მასალა: 800 გრამი ქათმის ფილე, ერთი ჩაის ჭიქა გატარებული ნიგოზი, 2 კბილი ნიორი. მწვანე ხახვი, ქინძი და სალათის ფოთლები თითო პატარა კონა, დაფქული ზაფრანა _ ერთი ჩაის კოვზი, ბროწეული _ ერთი ცალი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
დაუბრაწავად შემწვარი ქათმის ფილე დავჭრათ წვრილად; ცალკე მოვამზადოთ ნიგოზი, ბროწეულის კაკლები, ზაფრანი, წვრილად დაჭრილი მწვანილეული, დანაყილი ნიორი და წიწაკა.
დავუმატოთ ცოტა ძმარი, მარილი და ყველაფერი ეს შევურიოთ წვრილად დაჭრილ ხორცს.
დავდოთ ჯამზე და ზემოდან ცოტა ბროწეულის მარცვლები მოვაყაროთ.