საჭირო მასალა: მკვახე ან ოდნავ შემწიფებული ყურძენი _ სამი მტევანი, მაყვალი _ სამი ჩაის ჭიქა, ორი ჩაის ჭიქა დანაყილი ნიგოზი, ცოტა ნიორი, ნედლი ქინძი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
ისრიმი (მკვახე ყურძენი) და მაყვალი კარგად გავრეცხოთ ცივი წყლით. დავმარცვლოთ, დავყაროთ პატარა გობზე და დავჭყლიტოთ კარგად. შემდეგ გავწუროთ მარლაში და მიღებული წვენი ნიგვზითა და დანარჩენი სანელებლებით კარგად შევკმაზოთ. მარიამობის აღსანიშნავ სუფრაზე მიიტანეთ შემწვარ წიწილასთან ერთად.