https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სამეურნეო საქმიანობასა და ეთნოგრაფიულ ყოფაში ჩაძირული “გურიის თურმანიძე”

15:09; 8.09.2015
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

აპოლონ წულაძე თავის ცნობილ წიგნში _ "ეთნოგრაფიული გურია", ჩვენი სტატიის პერსონის _ სერგო არობელიძის წინაპრებს "გურიის თურმანიძეებს" უწოდებს. "ისინი საუკეთესო სახალხო მკურნალები იყვნენ. განსაკუთრებით განთქმული იყო მათი "შავი" და "ყვითელი" მალამო მოტეხილობის და ჭრილობის საწინააღმდეგოდ. მათ 147 რეცეპტი ეკუთვნით. არობელიძეები თავის ცოდნას საიდუმლოდ, ოჯახის ფარგლებში ინახავდნენ და ასე გადასცემდნენ შთამომავლობას".

სერგო არობელიძეს აქვს როგორც საინჟინრო, ისე პედაგოგიური განათლება. ადრეულ წლებში, ცხემლისხიდის საჯარო სკოლის დირექტორი იყო. ახლა მრავალმხრივი მეურნეა, განსაკუთრებით უყვარს ფუტკარი და აგრარული კულტურები. გურულ ოდაში კი ერთი ოთახი ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველ ნივთებს ეთმობა. ჩვენთან საუბარს მაინც სახელოვანი წინაპრების შესახებ იწყებს:

_ ჩემი ბაბუის ბაბუა _ გაბრიელ არობელიძე 1878 წელს, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, ჯარს ექიმ-ქირურგად ახლდა და არა ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა. ეს ცნობილი ფაქტია. გვაქვს სამკურნალო-საოჯახო კარაბადინი, რომელიც ჩემმა უახლოესმა ნათესავმა, ექიმმა შეადგინა. თუმცა აქ წამლის შემადგენლობის შესახებ არ წერია. ამას დელიკატურად, საიდუმლოდ ვინახავთ, _ გვეუბნება და საკუთარ კარმიდამოში ჯერ საფუტკრისკენ მიგვიძღვება. 15 ოჯახი დიდ რაოდენობად არ მიაჩნია _ ისეთი მეფუტკრეები გვყავს, მე რა სახსენებელი ვარო.

 გასულ წლებში მძიმე ოპერაციის გადატანა მოუხდა, რამაც ჯანმრთელობა დროებით შეურყია და სამეურნეო საქმიანობასაც დაეტყო შეფერხება. თუმცა დღეს მხნეობას იკრებს და გადატანილის შემდეგ ახალი ენერგიით აპირებს საქმის გაგრძელებას.

წლევანდელი ზაფხული გურიაში ზომაზე მეტად წვიმიანი იყო, შემდეგ კი გვალვით გაგრძელდა. განსაკუთრებით დაზიანდა აგრარული კულტურები. პომიდვრის ნარგავები დაჭკნა, გაშავდა და მოსახლეობამ მოთხარა. სერგო არობელიძეს საგანგებოდ მოწყობილ საპომიდვრე ნაკვეთზე მივყავართ. გვალვიანი ზაფხულის შემდეგ, აქ სულ სხვა სურათია. პომიდვრის თითოეული ძირი ოაზისში ნამყოფს ჰგავს, ნაყოფით დახუნძლულია და შეყვითლებულ ერთ ფოთოლსაც ვერსად მოჰკრავთ თვალს. ღია სივრცეში, მწველი მზის ქვეშ ასეთი სურათის ნახვა ადამიანს უცნაურად გეჩვენება.

_ მეზობელ სოფელში მცხოვრებმა ერთმა ქალბატონმა მიამბო ადრე, რომ ყოველი წვიმის შემდეგ პომიდვრის თითოეულ ძირს საგანგებოდ "რეცხავდა" ჭის წყლით. ტუმბოს ჩართავდა და პოლიეთილენის მილით წყალს მიუშვებდა. ასე სუფთავდებოდა მცენარე წვიმისგან თუ სხვადასხვა ატმოსფერული მტვრისა და ნალექისგან. მუდამ ვერ შევძელი ეს. წვალებაა, მაგრამ თუ გინდა გულით საქმის გაკეთება, უნდა იწვალო კიდეც . ამბობენ, რომ პომიდვრის გადასარჩენად ჭრის ეს მეთოდი, _ გვეუბნება ბატონი სერგო და აღნიშნავს, რომ სამეურნეო საქმიანობა მისი მამოძრავებელი ძალაა. ჰყავს ძროხები, ღორები, ქათმები. სეზონზე სამ ტონამდე მარტო ხურმის მოსავალს იღებს. ასევე აქვს თხილის პლანტაცია.

როგორც უმრავლესობა ჩვენი რესპონდენტებისა, სერგო არობელიძეც უკმაყოფილებას გამოთქვამს იაფი კრედიტის გაცემის მხრივ შეზღუდვების გამო: _ რომ იძახიან, მოგცემთ სამპროცენტიან სესხს, ოღონდ ნახევარი შენი უნდა გქონდესო… თუ ნახევარი ჩემი მაქვს, მისი ნახევარი რად მინდა? ისედაც მოვახერხებ თანხის საქმეში ჩადებას. წვრილი ფერმერებისთვის სერიოზულ დახმარებას ჯერ ვერ ვხედავ და თუ მომავალში ვინმე დამანახებს, ღმერთმა ჰქნას, _ გულწრფელად საყვედურს გამოთქვამს ის და ღიად ამბობს, რომ იაფი კრედიტის აღება საფუტკრე მეურნეობის გასაძლიერებლად სურს.

"გურიის თურმანიძეების" _ არობელიძეების ოჯახში სერიოზული მიდგომითა და სიყვარულით მოწყობილი პატარა ეთნოგრაფიული მუზეუმია, სადაც ჩვენი მასპინძელი კარმიდამოს შემოვლის შემდეგ შეგვიძღვა. ნავთის ფარანი, სპილენძის ნაირ-ნაირი თუნგები, შუაცეცხლის საკიდარი ჯაჭვი და ე.წ. "ჩახანა", არა ერთი გიდელი, კალათა, ფანდური თუ ჩონგური საგანგებოდ მიჩნეულ ადგილზე თავმომწონედ გამოიყურება. ყოველივე ამის შემოქმედი სერგო არობელიძის მეუღლე, პედაგოგი ნაზი არობელიძეა.

ბატონი სერგო მიიჩნევს, რომ მთავარი შრომაა, რომელიც ყოველგვარი კეთილი თუ კულტურული ნაბიჯის სტიმულია. ამბობს, ყოველ ოჯახში, სადაც ჯანმრთელი ადამიანები ცხოვრობენ, შესაძლებელია 80 %-ით მაინც საკუთარი კარმიდამოდან ირჩინონ თავი, თუ ამის სურვილი და განწყობა იქნებაო: _ ხელი თუ არ გაანძრიე, ვერც მთავრობა გიშველის და ვერც ღმერთი… ფუტკრის სკა ყველა ოჯახში უნდა იდგეს, მეწველი ძროხა ყველა ოჯახში უნდა ებას, ცოტა სიზარმაცეც აქვს შემოპარული ჩვენს ხალხს, _ ამბობს ბატონი სერგო. მოკრძალებული მასპინძელი დაჟინებით გვეკითხება, ვინ მოგასწავლათ ჩემი სახლის გზა, უამრავი ჩემზე უკეთესი ფერმერი ცხოვრობს ჩვენში და მათზე დაწერეთო…

პასუხს არც ჩვენ ვაყოვნებთ, _ არც შემცდარან, რომ სამეურნეო საქმიანობასა და ეთნოგრაფიულ ყოფაში ჩაძირული "გურული თურმანიძის" ოჯახისკენ მიგვითითეს.

ვემშვიდობებით მასპინძელს და ჭიშკართან მდგარი უზარმაზარი კაკლის ძირას ეთნოგრაფიული ყოფის კიდევ ერთ დეტალს ვამჩნევ _ პატარა ქვევრი, ხელადა და კოკა ჩეროში და-ძმებივით წამოწოლილან.

_ ჩვენი წინაპრები ამ პატარა ჭურში ხეჭეჭურს ინახავდნენ ზამთრისთვის, ახლა კი ჩვენ "დავასვენეთ", _ გვეუბნება ღიმილიანი მასპინძელი.

"დასვენებული" კოკა თუ ხელადა ამჯერად უფუნქციოდ მაინც არ დგას _ "თვალს ალევინებს წყალს".

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ქათმის ფილეს მხალი

ყველა სიახლე

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო