კვერცხის მიღება ქოლესტერინის მატების რისკფაქტორადაა მიჩნეული, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ რაციონში კვერცხის შეტანა ხელს უწყობს წონის დაკლებას და დადებითად მოქმედებს ლიპოპროტეინულ ბალანსზე.
საშუალო ასაკის მეტაბოლური სინდრომის მქონე პირებს 12 კვირის განმავლობაში ყოველდღე აძლევდნენ სამ კვერცხს ან ეკვივალენტური ოდენობის კვერცხის შემცველ სხვა პროდუქტს. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მონაწილე პირთა ორგანიზმში ხვდებოდა ორჯერ მეტი ქოლესტერინი, ვიდრე კვლევის დაწყებამდე, მისი მაჩვენებელი არ გაზრდილა.
მიიჩნეოდა, რომ კვერცხში 215 მილიგრამი ქოლესტერინია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მაჩვენებელი 185 მილიგრამის ტოლი ყოფილა. გარდა ამისა, კვერცხში D ვიტამინი სავარაუდოზე 64%-ით მეტი აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ კვერცხი დიდი ხნით თრგუნავს შიმშილს, შედეგად ადამიანი ნაკლებს ჭამს და წონას იკლებს.