სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მდებარე ერთ-ერთ გამოქვაბულში მეცნიერებმა ადამიანის მსგავსი სახეობის 15 ჩონჩხის ნამარხი აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, აფრიკაში ნაპოვნი 15 ჩონჩხის ნაწილები უდიდესი აღმოჩენაა.
მკვლევარები ფიქრობენ, რომ ადამიანის წინაპრის წარმოშობის შესახებ ისტორია შესაძლოა შეიცვალოს.
სახეობას, რომელსაც ნალედი შეარქვეს, ჰომოს ანუ თანამედროვე ადამიანის ჯგუფს მიეკუთვნება.
როგორც BBC -ის პროფესორმა ლი ბერგერმა განუცხადა, ისინი შესაძლოა ჩვენი გვარის პირველი წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც აფრიკაში სამი მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ.
მისი თქმით, ნალედი შეიძლება აღვიქვათ, როგორც დამაკავშირებელი რგოლი პრიმიტებსა და ადამიანებს შორის.
"ჩვენ უფრო და უფრო მეტი სახეობის ადამიანებს ვპოულობთ, როგორც ადამიანის ჩამოყალიბების პროცესის ბუნებრივ ექსპერიმენტის დამამტკიცებელ ნიმუშს,"_ განაცხადა ლი ბერგმა.
მისივე თქმით, 15 ჩონჩხის ნაწილები მოიცავს სხვადასხვა ასაკის კაცებსა და ქალებს, მოხუცებს და ბავშვებსაც. აღმოჩენა არის უპრეცედენტო და ნათელს მოჰფენს თუ როგორ განვითარდა პირველი ადამიანი.
როგორც ცნობილია, აღმოჩენილ ჩონჩხებს პირველყოფილი ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც აფრიკაში აღმოუჩენიათ, აქვს დაახლოებით გორილას ზომის ტვინი, პრიმიტიული მენჯები და მხრები, ასევე ადამიანთან შედარებით მცირე ზომის კბილები.
"ჩვენ ვაპირებთ გავარკვიოთ ყველაფერი თუ როგორ ვითარდებოდნენ კაცები და ქალები და რა ასაკში დაიხოცნენ, ასევე დავადგინოთ სიკვდილის გამომწვევი მიზეზები," _ განაცხადა პროფესორმა.