"აბრეშუმის გზის ფორუმს", რომელიც თბილისში 15-16 ოქტომბერს გაიმართება, ჩინეთიდან არაერთი მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელები პირადად მოიწვია.
პეკინში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მთავრობის დიდი ინტერესი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის საინიციატივო პროექტში –"ახალი აბრეშუმის გზა – მონაწილეობის შესახებ, რომლის მიზანიცაა თანამედროვე ეპოქაში ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით,ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა არის სატრანსპორტო სტრატეგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი მიმართულება და საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ისტორიული ცენტრი, შესაფერისი ადგილია აბრეშუმის გზასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დიალოგისთვის.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველომ მიაღწია გარკვეულ შედეგებს ამ სტრატეგიის ფარგლებში. კერძოდ, განხორციელდა პირველი სატვირთო სარკინიგზო რეისი ჩინეთიდან საქართველოში, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა სარეკორდო დროში – ცხრა დღეში მაშინ, როცა იმავე მარშრუტით საზღვაო გადაზიდვას სჭირდება დაახლოებით 45-60 დღე.