ვენესუელაში ოპოზიციის ლიდერს, ლეოპოლდო ლოპეზს, 13 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
BBC-ის ინფორმაციით, მას 2014 წელს გამართულ საპროტესტო აქციის დროს ძალადობის პროვოცირება დააბრალეს, რის შედეგადაც 43 ადამიანი დაიღუპა.
ვიდრე განაჩენს გამოიტანდნენ, პოლიტიკოსის მხარდამჭერებსა და პრო-სამთავრობო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ოპოზიციონერი ლიდერის მხარდამჭერების თქმით, ერთ-ერთი მათგანი შეტაკების დროს გულის შეტევით გარდაიცვალა.