14 სექტმბერს ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგის მატჩი გაიმართა ჩოხატაურის “ბახმაროს“ და ოზურგეთის “მერცხალი – 2“ შორის. მასპინძლები პირველი ტაიმის 30-ე წუთზე ივანიშვილის გოლით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში სტუმრებმა შეძლეს ანგარიშის გათანაბრება თუმცა ისევ ივანიშვილმა 80-ე წუთზე გატანილი გოლით “ბახმაროს“ გამარჯვება და სამი ქულა მოუტანა. სამ თამაშში ჩოხატაურელებმა 4 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილის მეექვსე საფეხურზე აინაცვლეს. მომდევნო თამაში 23 სექტემბერს ხულოში ადგილობრივი “ხიხანის“ წინააღმდეგ გაიმართება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved