ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს გათვლებით, 20 წლის შემდეგ ერაყი ორჯერ ან სამჯერ მეტ ნავთობს მოიპოვებს, ვიდრე ამჟამად. დღესდღეობით ერაყში დღეში 2,5 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებენ.
ენერგეტიკის სააგენტოს აზრით, მსოფლიომ აღარ უნდა ინერვიულოს იმაზე, ეყოფა თუ არა ნავთობი.
იმისთვის, რათა ნავთობმოპოვება გაიზარდოს, ერაყმა საკუთარი ინფრასტრუქტურა უნდა განავითაროს, აღმოფხვრას წყლის დეფიციტი და განამტკიცოს უსაფრთხოების სისტემა.
იმ შემთხვევაში, თუ ერაყი არსებულ პრობლემებს მოაგვარებს, ნავთობის მოპოვება საგრძნობლად გაიზრდება, – აცხადებენ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში.
ამჟამად ერაყის შიდა პოლიტიკური მდგომარეობა საკმაოდ რთულია, თუმცა ამ ქვეყანას მომავალში შეუძლია, დაიბრუნოს ნავთობის ერთ-ერთი უმთავრესი ექსპორტიორის ფუნქცია.