ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ოზურგეთის საკრებულო საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებას და მინიჭებას აპირებს.
შემოღებული იქნა შემდეგი საპატიო წოდებები: საპატიო მოქალაქე, დამსახურებული მოღვაწე და საპატიო მცხოვრები.
წოდებების და ჯილდოების მინიჭება შეეძლებათ საქართველოს პარლამენტის წევრს, საკრებულოს სიის შემადგენლობის ერთ მესამედს, საკრებულოს თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტის გამგებელს, საზოგადოებრივ გაერთიანებას და საინიციატივო ჯგუფს. ამ შემთხვევაში შუამდგომლობას უნდა ახლდეს ამომრჩეველთა 1 % ხელმოწერა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის არჩილ ყაზაიშვილის თქმით, ამ წოდებებისა და ჯილდოების მინიჭება სხვადასახვა ღონისძიებებზე მოხდება. მისივე ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, პირველი დაჯილდოება 20 სექტემბერს "შემოქმედობაზე" ან "ექვთიმობის" დღესასწაულზე მოხდეს, რომელიც ოქტომბერში გაიმართება.