https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საკუთრების უფლების მოპოვება და დაცვა ისევ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს

12:09; 17.09.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

მოქალაქეთა საკუთრების უფლების დაცვის კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციების, დაზარალებულთათვის შესაბამისი კომპენსაციის მექანიზმებისა და განსახლების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არქონის გამო, წინა ხელისუფლების დროს მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემა სვანეთში ისევ გადაუჭრელი რჩება. კერძოდ, 2012 წლამდე მესტიაში განვითარებულმა მოვლენებმა, ადგილობრივი მოსახლეობა საგრძნობლად დააზარალა; მოსახლეობას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები სახელმწიფომ მცირე კომპენსაციებით ან სრულიად უსასყიდლოდ იძულებით ჩამოართვა. იმ დროს შექმნილი კანონმდებლობის გამო კი, ადგილობრივები დღემდე ვერ ახერხებს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების დაკანონებას.

თუმცა, მესტიელების და მთის რეგიონების პრობლემა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გადაიჭრას _ საკანონმდებლო ორგანო კანონში ცვლილების შეტანას გეგმავს, რაც მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების დაკანონებას შესაძლებელს გახდის.

პრობლემა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა

ოფიციალური დოკუმენტაციის არარსებობის ან სიმცირის გამო, მიწის დაკარგვის და მიწის დაპატრონების რისკი განსაკუთრებით მაღალია იმ თემებში, სადაც ურთიერთობები ტრადიციულ და ადათ-წესებით დადგენილ უფლებებს ეყრდნობა. ზემო სვანეთში დაგეგმილი და უკვე გახორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები კი (აეროპორტი, სათხილამურო ტრასა და საბაგირო, სასტუმრო), უმეტეს შემთხვევაში, ტრადიციულ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების, ძირითადად, საძოვრებისა და სათიბების ტერიტორიაზე გახორციელდა. ვინაიდან ადგილობრივების უმეტესობას მიწის ნაკვეთები საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ ჰქონდა, ან ჰქონდა, მაგრამ მიწის ნახაზების ელექტრონული ვერსიები აკლდა, ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელებისას, მიწის ტრადიციულ მესაკუთრეთა ინტერესების დაცვა გართულდა. ამავე დროს, მიწის დარეგისტრირების თუ ნახაზის ელექტრონული ვერსიით შეცვლის ყველანაირი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა _ რეესტრის კანცელარია, უბრალოდ, აღარ იღებდა სარეგისტრაციო დოკუმენტებს და მოქალაქეებს უარით ისტუმრებდა. მესტიელები რეესტრის უარს "თბილისიდან სატელეფონო ზარით" ხსნიდნენ. სახელმწიფო ადგილობრივებს წლების განმავლობაში მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებში ან მწირ კომპენსაციას (1 კვ. მ.-ზე 3-4 ლარს) სთავაზობდა ან უსასყიდლოდ, ძალით ართმევდა.

ადგილობრივების თქმით, კომპენსაციები ვერანაირად ვერ ანაზღაურებდა იმ დანაკარგს, რაც მიწების ჩამორთმევას მოჰყვა, თუმცა მოსახლეობის ნაწილი იძულებული გახდა ასეთ მწირ კომპენსაციებს დათანხმებოდა. ვინც კომპენსაციას არ დათანხმდა, მათ მიწა სახელმწიფომ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ჩამოართვა, წინააღმდეგობის გამწევი რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს კიდეც.

მესტიაში არსებული მდგომარეობა, 2011 წელს, ფონდის "ღია საზოგადოება _ საქართველო" ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით პროექტის _ "საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში" _ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანზაციების კვლევის საგანი გახდა.

 "ზემო სვანეთში დაგეგმილი და უკვე გახორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები (აეროპორტი, სათხილამურო ტრასა და საბაგირო, სასტუმრო), უმეტეს შემთხვევაში, ტრადიციულ ფლობაში მყოფი მიწის ნაკვეთების ტერიტორიაზე ხორციელდება. ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა ისე დაიწყო, რომ ადგილობრივებს არ მიეცათ ამ ტერიტორიებზე ტრადიციულ ფლობაში არსებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრაციის შესაძლებლობა. მშენებლობის დაწყების შემდეგ, არ მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის საკომპენსაციო თანხით დაკმაყოფილება, რადგან ამისთვის საჭირო იყო მიწის ნაკვეთების მოქალაქეთა საკუთრებაში რეგისტრაცია. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, მაგ. ჰაწვალის სათხილამურო კომპლექსის მშენებლობის შედეგად, დაზარალებული რჩება, მინიმუმ, კიდევ 20 ოჯახი, რომლებიც ვერ ირეგისტრირებენ მიწებს საკუთრებაში და შესაბამისად, მათთვის არც საკომპენსაციო თანხის გაცემა იგეგმება", _ აღნიშნულია ანგარიშში.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კვლევისას შერჩევითი სამართლის ნიშნებიც გამოიკვეთა, რასაც მესტიის საჯარო რეესტრის მიერ დადგენილია შეზღუდვები და ე. წ. აკრძალული სარეგისტრაციო ზონა (წყლის გაღმა ტერიტორია) წარმოშობდა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ამ ზონაში არსებული ნაკვეთების რეგისტრაციაზე საბუთებს რეესტრის კანცელარია აღარ იღებდა. თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც საჯარო რეესტრის მიერ მოქალაქეებისათვის ე. წ. აკრძალულ სარეგისტრაციო ზონაში მაინც ხორციელდებოდა მიწის ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრაცია. ანგარიშში მოტანილია ფაქტები, როდესაც საუკუნეების მანძილზე მოქალაქეების მიერ ტრადიციულ კუთვნილებაში მქონე მიწები, აღმოჩნდა სხვა მესაკუთრის _ კერძოდ, პარლამენტის წევრის შვილის ხელში, რომელმაც ამ მიწაზე სასტუმრო ააშენა.

 "სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული შესაძლო კონფლიქტები და უარყოფითი შედეგები. მათ შორის, მიწის საკითხი, რომელიც სვანებისათვის ერთგვარად იდენტობის განმსაზღვრელია. არ გათვალისწინებულა მიწის ფლობის გარშემო აგებული ურთიერთობების რღვევა და მიწის ნაკვეთის, როგორც საუკუნეების განმავლობაში ერთადერთი სარჩო–საბადებლის, შესაძლო დაკარგვა. მესტიაში მოსახლეობა განსაკუთრებულ სირთულეებს წააწყდა ტრადიციულ ფლობაში არსებული მიწის ნაკვეთების (რაც მესტიის რაიონის დაახლოებით 80% მოიცავს) რეგისტრაციისას. საქართველოს კანონმდებლობით შემოთავაზებული საკუთრების უფლების ლეგალიზების ორი საფუძვლიდან _ "თვითნებური დაკავება" და "მართლზომიერი ფლობა" _ უმრავლეს შემთხვევაში, ვერც ერთი ვერ ესადაგება მესტიაში (ისევე როგორც, ზოგადად, სვანეთში) გავრცელებულ საკუთრების ფორმას _ ტრადიციულ ფლობას", _ წერია ანგარიშში.

აღსანიშნავია ისიც, რომ დაზარალებულ მოსახლეობას, რომელიც არასამთავრობოების ინფორმაციით, 120 ოჯახს მოიცავდა, სამართლებრივი გზით არ უდავია და სასამართლოსთვის არ მიუმართავს, ამას კი დოკუმენტაციის არქონით ხსნიდნენ.

არსებული მდგომარეობა

დღევანდელი მდგომარეობით, დაბა მესტიაში, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება და მისი დაცვა ისევ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, რასაც კანონმდებლობის გაუმართაობით ხსნიან. მოსახლეობა მაშინაც და ახლაც ითხოვს ტრადიციულ ფლობაში არსებული მიწების დარეგისტრირების საშუალება მიეცეთ, რის საფუძველზეც ისინი შეძლებენ, რომ რიგ შემთხვევებში, მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, ერთჯერადი კომპენსაცია მიიღონ ან საკუთრებაში დაიტოვონ და ინვესტორთან სეზონური გამოყენების თაობაზე მოლაპარაკებას მიაღწიონ.

როგორც მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარე ზაურ ჩართოლანი ამბობს, რეგისტრაციის პროცესი ისევ შეფერხებით მიმდინარეობს, რადგან კანონმდებლობა მიწის მართლზომიერი და არამართლზომიერი საკუთრების გარდა, სხვა პრეცედენტს დაკანონების პროცესში არ ცნობს:

 "სამწუხაროდ, ჩვენ საკანონმდებლო ბაზის პრობლემა გვაქვს, სადაც სვანეთის და საერთოდ, საქართველოს მთის რეგიონების რეალობა არ არის ასახული. მოქმედი კანონმდებლობა მხოლოდ ორ ცნებას იცნობს, მართლზომიერ ფლობასა და არამართლზომიერ ფლობას. მართლზომიერი ფლობაა, როცა ყველა დოკუმენტი გაქვს, რასაც კანონმდებლობა ითხოვს. თუმცა, სვანეთში მხოლოდ 50-60% ფლობს ამ დოკუმენტაციას; დანარჩენები, გამოდის, რომ მიწის არამართლზომიერი მფლობელები არიან. ისინი არიან სამემკვიდრეო მიწებზე, მათი წინაპრების მიწაზე, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ფლობენ. აქ გვაქვს კაზუსი _ ერთის მხრივ, როგორ შეიძლება წინაპრების დატოვებული მიწა არამართლზომიერი იყოს და მეორე, არ გვაქვს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც მოსახლეობას რეგისტრაციის პროცესში ხელს უშლის. ეს კი სვანეთში ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის განვითარებას შეაფერხებს. საკმაოდ დიდი მშენებლობები მიმდინარეობს მესტიაში და ყველა მესაკუთრეს თუ რეგისტრირებული არ აქვს მიწა, ცენტრალური ხელისუფლება ანაზღაურებას ვერ უხდის. ეს ყველანაირ მშენებლობას აფერხებს. ვერ ვითარდება სოფლის მეურნეობა, რადგან თუ მიწას საკუთრებაში არ ფლობ, ინვესტირებას ვერ ახორციელებს. ამას მარტივი გადაწყვეტილება უნდა ცენტრალური ხელისუფლებისგან და პარლამენტისგან _ დაუკანონდეს მოსახლეობას მიწები არსებულ რეალობაში ისტორიული ფაქტორით, გარდა იმ მიწებისა, რომელიც დღეს სახელმწიფოს აქვს დაკავებული", _ ამბობს ჩართოლანი.

პრობლემის გადაჭრის გზა

აღნიშნული პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზად ტრადიციულ ფლობაში არსებული მიწის ნაკვეთების დაკანონების უფლების მინიჭებაში ხედავს, როგორც მოსახლეობა, ასევე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მესტიიდან ვიქტორ ჯაფარიძე. მისი თქმით, უკვე დაწყებულია მუშაობა კანონში ცვლილების შესატანად და უახლოეს მომავალში პროექტის ვარიანტიც საჯარო გახდება. როგორც ჯაფარიძე ამბობს, პროექტის პირვანდელი ვერსია სამინისტროებისთვის უკვე გადაგზავნილია, თუმცა, მათი შენიშვნების მიღებისა და შესწორების შემდეგ, როგორი სახით შევა კანონში ცვლილება, ჯერჯერობით, ძნელი სათქმელია. ერთი რამ კი ცხადია _ მესტიის მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლება მემკვიდრეობით მიღებული მიწების დაკანონებას ითხოვს, რაც "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონში "ისტორიული ფაქტორის" მუხლით უნდა შევიდეს.

"ახლა ჩვენ არ ვითხოვთ იმ მიწებს, სადაც სახელმწიფოს გზა ან რაიმე სტრატეგიული ობიექტი აქვს, მაგრამ, რაც ახლაც მოსახლეობის მართლზომიერ მფლობელობაშია, ის მიწები დააკანონონ. უსამართლობაა, რომ მოსახლეობას, რომელსაც ეს მიწები საკუთრებაში აქვს, არ დაუკანონდეს. ამ მიმართულებით ვაპირებთ კანონში ცვლილებების შეტანას. პრობლემა აქ იმაშია, რომ არქივის ცნობას, მიხეილ სააკაშვილის შექმნილი კანონმდებლობა არ ცნობს. 1991 წელს გაცემული მიწის საკუთრების დოკუმენტაცია ვისაც აქვს, ის ითვლება კანონიერ მფლობელად. ეს დოკუმენტები ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს მოსახლეობამ მიწის გადასახადების გამო ვერ აიღო. ახლა კი, ადგილობრივები ითხოვენ, რომ 1954 წელს, არქივში არსებული ცნობების საფუძველზე მოხდეს მიწის დაკანონება. ამასთანავე, გამგებლის ან მომიჯნავე მეზობლების განცხადებების საფუძველზე მოხდეს დაკანონება, რადგან მოსახლეობა ერთმანეთში ფართობების საზღვრებს არ დავობს. თავისუფლად შეიძლება ხალხის სასარგებლოდ უმტკივნეულოდ გადაწყდეს, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოც მოგებული დარჩება და მოსახლეობაც", _ ამბობს ჯაფარიძე.

ამასთანავე, ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ მოსახლეობას უკანონებენ მხოლოდ 5000 კვ. მ. მიწას; ამის ზემოთ რეგისტრაცია არ მიმდინარეობს. ხალხს 2-3 ჰა მიწის ნაკვეთებიც აქვს, რაც რეგისტრაციისას პრობლემას ქმნის: "სააკაშვილმა ისე მოაწყო ყველაფერი, რომ მესტიის დაბაში მიწის რეგისტრაცია საერთოდ არ ხდებოდა. არქივის ცნობაც რომ გქონოდა, არავინ გირეგისტრირებდა. მე, მაგალითად, მესტიის ცენტრში ვცხოვრობ და მაქვს სათიბი მიწის ფართობი, რომლის მხოლოდ ნახევარი მაქვს დაკანონებული, მეორე ნახევარის დაკანონებას კი ვერ ვახერხებ. დღესაც დგას ეს პრობლემა, მაგრამ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ იუსტიციის სამინისტროსთან და გვინდა, არსებული მდგომარეობა კანონით დავარეგულიროთ", _ ამბობს ჯაფარიძე, თუმცა დეპუტატს უჭირს სავარაუდო თარიღის დასახელება, როდის შეიძლება შევიდეს კანონში ცვლილება პრობლემის გადასაჭრელად.

კითხვაზე _ თუ კანონში აღნიშნული ცვლილება ვერ შევა, ხომ არ არის საშიშროება, წინა ხელისუფლების დროს დაწყებული უკანონობა დღესაც გაგრძელდეს? _ მესტიის საკრებულოს მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარე ზაურ ჩართოლანი გვპასუხობს: "დღევანდელი ხელისუფლება რადიკალურად განსხვავდება წინა ხელისუფლებისგან, არავინ არაფრის ჩამორთმევას არ აპირებს მოსახლეობისთვის. შესაძლოა, იყოს ერთეული შემთხვევები, ისეთი, როდესაც ხელისუფლება ანაზღაურებს დანაკარგს, მაგრამ მესაკუთრე არ არის თანახმა არც ერთ შეთავაზებულ ვარიანტზე, ამ შემთხვევაში, ისევ ექსპროპრიაციის შესახებ კანონის ფარგლებში, მოხდება მიწის საკუთრების იძულებით ჩამორთმევა. როცა ათასისგან ერთი ადამიანი განსხვავდები და ამით აზარალებ სახელმწიფო ინტერესს, ვფიქრობ, ეს კანონიც უნდა ამოქმედდეს", _ ამბობს ჩართოლანი და დასძენს, რომ "მომავალი წლიდან მთის კანონი ამოქმედდება, რომელიც ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს, მაგრამ მიწის გარეშე ბიზნესის განვითარება დედამიწაზე ჯერ ვერავის მოუფიქრებია და არც არსებობს. ამიტომ, როცა ერთი კანონით ხელს უწყობენ ამის გაკეთებას, მეორე კანონი ხელს არ უნდა უშლიდეს".

მასალა მომზადებულია პროექტის _ "საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში" _ ფარგლებში.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი "ღია საზოგადოება _ საქართველო".

პუბლიკაციაში გამოქვეყნებული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდის შეხედულებებს

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ვის მოუწევს ვენახების გასაშენებლად თანხმობის აღება

18:09; 24 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

18:05; 24 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“ენერგო -პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:48; 24 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“იმედი”: სანქციებს არავითარი ფასი არ აქვს

14:25; 24 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“მოსალოდნელია მნიშვნელოვანი აცივება” _ მეტეოროლოგი მოსალოდნელი ამინდის შესახებ

13:15; 24 თებერვალი, 2026

ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთში, "ალეგრობაზე"

სასჯელაღსრულების სამინისტრო გიგი უგულავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურამ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა

20:19; 24.02.2026
სამართალი

ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

19:46; 24.02.2026
პოლიტიკა

ლენტეხის ყოფილი მერი გირაოთი გამოუშვეს

19:30; 24.02.2026
პოლიტიკა

ბრიტანეთის ელჩი: საქართველოს შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის მხარდაჭერაში

19:08; 24.02.2026
სამართალი

ტაქსი და ბავშვთა სასწრაფო დახმარების ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

18:48; 24.02.2026
პოლიტიკა

ჰერჩინსკი: ამ ომის შედეგი ჩვენი კონტინენტის ბედს ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავს

18:31; 24.02.2026
საზოგადოება

ვის მოუწევს ვენახების გასაშენებლად თანხმობის აღება

18:09; 24.02.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა

18:05; 24.02.2026
საზოგადოება

“ენერგო -პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:48; 24.02.2026
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

17:01; 24.02.2026
სამართალი

პროკურატურამ შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 12 პირი გამოავლინა

16:27; 24.02.2026
სამართალი

ჯანმრთელობის დაზიანების და პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

15:48; 24.02.2026
ფინანსები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

15:47; 24.02.2026
პოლიტიკა

საფრანგეთის ელჩი საქართველოში: რუსეთი ცდილობს ეჭვქვეშ დააყენოს საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპები

15:20; 24.02.2026
პოლიტიკა

გერმანიის ელჩი საქართველოში: ეს არის რისი თქმაც მსურს ამ პროპაგანდისტული ტელეარხების შესახებ

15:12; 24.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო