დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში სახალხო დღესასწაული "შემოქმედობა" აღინიშნება. ამ წუთებში სოფლის ცენტში კონცერტი მიმდინარეობს, რომელშიც ადგილობრივი მუსიკალური და ფოლკლორული კოლექტივები და ბათუმიდან სტუმრის სტატუსით მოწვეული ანსამბლები მონაწილეობენ.
დღესასწაულს მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე და ადგილობრივი საზოგადოებრიობის წარმომადგენლები ესწრებიან. კონცერტის დასასრულს, საპატიო შემოქმედელები დასახელდებიან და მათ სპეციალურ ჯილდოებს გადასცემენ.