სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" სოციალური საწარმოების პრეზენტაციას დაესწრო.
სოციალური საწარმოების პროგრამა რემისიაში მყოფ ნარკომომხმარებლებს შრომითი სარეაბილიტაციო პროგრამის შესაძლებლობას სთავაზობს, რითაც ხელი ეწყობა მათ სოციალურ ინტეგრაციას, ასევე, მათი დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარებას.
თამარ ხულორდავას განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროს მიზანი პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაა და აღნიშნული პროექტი სწორედ ამას შეუწყობს ხელს. მინისტრის მოადგილის განმარტებით, აუცილებელია მსგავსი ტიპის პროექტები მომავალშიც გაგრძელდეს.
,"იქმნება სოციალური საწარმო, რომლის ფარგლებში საშუალება გვექნება ვასწავლოთ და დავასაქმოთ პრობაციის სააგენტოში აღრიცხვაზე მყოფი ნარკოდამოკიდებული მიგრანტი, ან პოტენციურად მიგრანტი პირობით მსჯავრდებულებები. ასეთი პროექტების განხორციელება დამოუკიდებლად ერთი უწყებას ძალიან გაუჭირდება, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გააქტიურება ყველა პარტნიორ ორგანიზაციასთან"- აცხადებს თამარ ხულორდავა.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი არსოშვილის თქმით, კი მსგავსი ტიპის პროექტები პირობითი მსჯავრდებულების პროფესიულ ცოდნას აამაღლებს.
"პროექტის ფარგლებში პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემაში შეიქმნა სოციალური საწარმო ხის გადამუშავების მიმართულებით. საწარმოში მუდმივად იქნება სამუშაო ადგილები პირობით მსჯავრდებულებისთვის. მუშობის გარდა, მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ პროფესიული ცოდნა, რაც დაეხმარებათ შემდგომში სამსახურის მოძიებაში," _ განაცხადა გიორგი არსოშვილმა.
პროგრამის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოციალური საწარმოების ხუთ განმახორციელებელ პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს: პრობაციის ეროვნული სააგენტო შპს "პერსპექტივა"; გორის მუნიციპალიტეტის სანერგე მეურნეობა; იუსტიციის სამინისტროს სსიპ "დანაშულის პრევენციის ცენტრი"; არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი ,"კამარა", რომლის ძირითად საოპერაციო სფეროს წარმოადგენს ბუნებრივი ქვის დამუშავება, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი "თანადგომა".
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სოციალურ საწარმოების პროგრამა მხარდაჭრილია მიგრაციის საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფოს სამდივნოს მიერ. ამ დროისთვის პროგრამის ფარგლებში ექვსი საწარმოა დაფუძნებული.
(R)