საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრებმა 25-27 სექტემბერს ისრაელში მიმდინარე 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ტური წარმატებით დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველმა წყალბურთელებმა შესარჩევი ტურის E ჯგუფში ფავორიტ ჰოლანდიასთან ფრედ 5:5 ითამაშეს, ხოლო ისრაელი და ლიტვა შესაბამისად 17:6 და 18:6 დაამარცხეს და ჯამში, 2 შესარჩევი ტურის შედეგად მოპოვებული მე-2 გამსვლელი ადგილით და 13 ქულით, სერბეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდნენ, სადაც 16 უძლიერესი ნაკრები ითამაშებს.
ევროპის ჩემპიონატი ბელგრადში 2016 წლის 10-23 იანვარს ჩატარდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: ივან სტრუიჩი, ნიკოლოზ შუბლაძე;
მოედნის მოთამაშეები: რევაზ იმნაიშვილი, ზურაბ რურუა, ანდრია ბითაძე, მარკო იელაჩა, მარკო ელეზი, დამირ ცრეპულია, გიორგი ხვედელიანი, კონსტანტინე გეგელაშვილი, ალექსანდრე რუსიშვილი, მიხეილ ბაღათურია, ბექა ქავთარაძე.
მწვრთნელები: იოვან პოპოვიჩი, ვლადიმერ ისელიძე