საქართველოს ეროვნული ბანკისა და ჩინეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა სავალუტო გაცვლის პროგრამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. აღნიშნულ ინფორმაციას CHINADAILY ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ხელშეკრულებას ხელი ჩინეთის სახალხო ბანკის ხელმძღვანელმა, ჟოუ ხიაჩუანმა და საქართველოს ეროვნული ბანკის მეთაურმა გიორგი ქადაგიძემ მოაწერეს.
ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა ვალუტის გაცვლის პროგრამის დასადგენად, რომელიც ორმხრივ სავალუტო თანამშრომლობას, ასევე სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებს გააძლიერებს.
ორდღიანი შეხვედრის განმავლობაში, რომელიც კვირას დასრულდა, ბანკების მმართველებმა გლობალური და რეგიონალური ეკონომიკური სიტუაცია განიხილეს და "დოლარიზაციის" შესახებ იმსჯელეს.