დღეს, მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში, ავღანეთში კიდევ 700 ქართველი სამხედრო გაემგზავრება. გაცილების ცერემონია დღეს ვაზიანის ბაზაზე გაიმართა. ცერემონიას სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი ესწრებოდა.
"საქართველომ უნდა იამაყოს იმით, რომ მტკიცედაა ჩართული მსოფლიო უსაფრთხოების პროგრამებში და უნდა იამაყოს თავისი გმირებით, რომლებიც ამ უსაფრთხოების დაცვას შეეწირნენ."–განაცხადა ელჩმა სიტყვით გამოსვლისას.
სამხედროებმა პატივი მიაგეს ახლახან დაღუპული ქართველი სამხედროს ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნას.