სალვატორე "სემ" ცერეტო
წლების განმავლობაში, ამერიკის ჩრდილოეთ რაიდში მდებარე კაფეტერიების ქსელის მფლობელი ინტერესდებოდა, მის მფლობელობაში არსებული, ერთ-ერთი კაფეს ფანჯრების წინ თუ ვინ ტოვებდა ფეკალურ მასას პირდაპირ ტროტუარზე. ამ გამოცანის ამოხსნა ფარული კამერის საშუალებით შეძლეს. რეალობა კი ყველასთვის, მათ შორის პოლიციისთვისაც, ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა. გაირკვა, რომ „ბოროტმოქმედი”, რომელიც პირდაპირ ქუჩაში ისაქმებდა, იყო მილიონერი – სალვატორე „სემ“ ცერეტო. 73 წლის მეწარმე, რომელიც ფლობს უძრავ ქონებას და 13-მდე წარმატებულ კომპანიას. ის ყოველღამე ტუალეტის ქაღალდითა და გაზეთით მიდიოდა კაფეს ფანჯრებთან, იხდიდა შარვალს და პირდაპირ ქუჩაშივე შვრებოდა იმას, რასაც ნორმალური ადამიანები, განმარტოებით უნიტაზზე აკეთებენ. პოლიციამ ცერეტოს ფულადი ჯარიმა გამოუწერა და ექსჰიბიციონიზმში დასდო ბრალი.
რობერტ კლარკ გრემი
1980 წელს მილიონერმა რობერტ კლარკ გრემმა სპერმის ბანკი გახსნა, სადაც დონორები პლანეტის ყველაზე ჭკვიანი ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ. ბანკი სან-დიეგოში, ერთ-ერთ მიწისქვეშა ბუნკერში იყო და პირვანდელი იდეით, სპერმის ჩამბარებლები მხოლოდ ნობელის პრემიის ლაურეატი მეცნიერები უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა, მოგვიანებით, კრიტერიუმი შეიცვალა და ნებისმიერ მსურველს ჰქონდა შესაძლებლობა, ჩაებარებინა სპერმა. თუმცა, დონორის "აიქიუ" მაღალი უნდა ყოფილიყო. 80-იანი წლების ბოლოსკენ მუდმივი დონორების რიცხვი 19-ს შეადგენდა და მათ შორის გამორჩეული ადგილი ეკავა 1956 წლის ნობელის პრემიის ლაურეატს ფიზიკის დარგში – უილიამ ბრედფორდ შოკლის. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ანონიმურად რომ აბარებდნენ სპერმას და ამაში სოლიდურ ანაზღაურებასაც იღებდნენ. გრემი 1999 წელს გარდაიცვალა და მისი ბანკის საშუალებით კი მსოფლიოს 229 ახალშობილი მოევლინა, რომელთა შორისაც ანონსირებული გენიოსობის გენის მიუხედავად, არც ერთი არ გამოდგა გენიოს
კარლ რაბედერი
კარლ რაბედერი სიღარიბეში იზრდებოდა და ბავშვობაში დიდ ფულზე ოცნებობდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც გამდიდრდა, მიხვდა, რომ ბედნიერება სულაც არ ნიშნავს დიდძალ ფულს. რაბედერმა გადაწყვიტა, ისევ ღარიბი გამხდარიყო. მან უარი თქვა ფეშენებელურ ვილაზე ალპებში, ექვს თვითმფრინავზე, სასახლეზე საფრანგეთში, ძვირფას ავეჯზე და ავსტრიულ ინსბრუკში მხოლოდ ერთოთახიანი ბინა და საფრანგეთის ერთ-ერთ სოფელში ხის პატარა სახლი დაიტოვა. ქონების გაყიდვიდან შემოსული მრავალმილიონიანი კაპიტალი კარლმა ქველმოქმედებას მოახმარა ისე, რომ თავისთვის ერთი ცენტიც არ დაუტოვებია.
გრეჰემ პენდრილი
ის მილიონერია, ცხოვრობს მდიდრულ სახლში და ჰყავს ულამაზესი მეგობარი გოგონა, თუმცა, ყველაზე მეტად მას კენიაში, ღარიბების უბანში ცხოვრება და ადგილობრივ აბორიგენებთან ერთად უმი ხორცის ჭამა მოსწონს. კენიაში მოგზაურობის დროს, ბრიტანელ ბიზნესმენსა და მილიონერს გრეჰემ პენდრილს მასალების ტომთან მოუწია ცხოვრება. მას შემდეგ იგი მათი სიყვარულით დაავადდა. მშობლიურ ბრისტოლში ის ქუჩაში, მასაების ტომის ნაციონალური ტანისამოსით გადაადგილდება და მთელ დროს იმაზე ფიქრში ატარებს, როდის გადასახლდება საბოლოოდ კენიაში. 59 წლის გრეჰემი მასალთა ტომს თავისიანად მიაჩნიათ. მან ამისთვის სპეციალური რიტუალიც კი ჩაიტარა, რომლის დროსაც ხარის შარდის დალევა მოუხდა. ამით მასალებს ტომში გაწევრიანების დროს თავისი გულწრფელი ზრახვები დაუმტკიცა. ამბობენ, პენდრილი თავის 1,2 მილიონ ფუნტად შეფასებულ სახლს ჰყიდის, რომ საბოლოოდ კენიურ სოფელში გადასახლდესო.