საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირმა, ქართულ საცეკვაო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის, სახელმწიფო ანსამბლ "გურია"-ს წევრები ქართული ქორეოგრაფიის ამაგდარის საპატიო წოდებითა და ოქროს მედლებით დააჯილდოვა.
მედლები ანსამბლის წევრებს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ბეგლარ სიორიძემ გადასცა, წარმატება მიულოცა და ყველა საჭირო შემთხვევაში მხარდაჭერა აღუთქვა.
ქართული ქორეოგრაფიის ამაგდარის საპატიო წოდება და ოქროს მედალი ანსამბლ "გური"-ს შვიდმა მოცეკვავემ: გოგა ხანთაძემ, თეონა ნინიძემ, თათია თავართქილაძემ, საბა სალუქვაძემ, საბა სურგულაძემ, დავით მკურნალიძემ, ბექა თოიძემ და მუსიკოსმა ირაკლი ჭაღალიძემ მიიღეს.
ბეგლარ სიორიძე ახალგაზრდებს სხვა, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზეც გაესაუბრა და აღნიშნა, რომ მალე ოზურგეთში ახალგაზრდული ცენტრი გაიხსება, რომელიც მათი თაობის ყველა წარმომადგენლისთვის სხვადასხვა საინტერესო პროფილით დაიტვირთება. ამავე შეხვედრაზე ახალგაზრდებმა მერს სოფლების მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის, საღამოს მარშრუტის ერთი საათით გადანაცვლება სთხოვეს, რაც ამავდროულად, მოსახლეობის სურვილიცაა.
ქალაქის მერი ახალგაზრდებს დახმარებას დაჰპირდა. "ვეცდები, თქვენი პრობლემა უახლოეს მომავალში მოვაგვარო’" – აღნიშნა ბეგლარ სიორიძემ.
(R)