სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის დელეგატების შეკრება უკვე დაიწყო. იქ უკვე იმყოფება პრეზიდენტობის ორი კანდიდატი _ ლევან კობიაშვილი და რევაზ არველაძე.
ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელის დიმიტრი ბოკერიას თქმით, ყრილობისთვის აუცილებელია დელეგატთა რაოდენობა შეადგენდეს 50%+1-ს.
მისივე განმარტებით, წესდება არ ითვალისწინებს, რომ რომელიმე დელეგატის არყოფნის გამო არჩევნები არ შედგეს.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, ერთ-ერთი დელეგატი, რევაზ არველაძის მხარდამჭერი გეგა გობეჯიშვილი დააკავეს. ოჯახის წევრების განცხადებით, გობეჯიშვილს ნარკოტიკების მოხმარებაში სდებენ ბრალს.
კითხვაზე _ შეექმნება თუ არა საფრთხე არჩევნების ჩატარებას გობეჯიშვილის დაკავების გამო, არველაძე პასუხობს, რომ "ამას უეფა-ს წარმომადგენლებთან შეხვედარზე გაარკვევს".
საარჩევნო ყრილობა 11:00 საათზე უნდა დაიწყოს.