შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შსს-ს გურიის პოლიციის დეპარატმენტის ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში 2 ოქტომბერს შევიდა შეტყობინება, ჩოხატაურის ცენტრში „საქართველოს ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატეხვის შესახებ.
"შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები" _ აღნიშნავენ პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი პოლიციის შენობიდან რამდენიმე მეტრში იდგა. ჩვენი ინფორმაციით 16 000 ლარია წაღებული.