გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის კახა ებრალიძის და რაჭა-ლეჩხუმის ფედერაციის პრეზიდენტის გია შარაბაძის არჩევნებში მონაწილეობის უფლებამოსილების საკითხი გადაწყვეტილია. ებრალიძე და შარაბიძე სფფ-ს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
ებრალიძის და შარაბიძის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დელეგატებმა არჩევანი ფარულად გააკეთეს.
როგორც ყრილობაზე გამოცხადდა, სულ გაცემული იყო 33 ბიულეტენი, აქედან ებრალიძისა და შარაბიძის არჩევნებში მონაწილეობას ხმა 15-მა დელეგატმა მისცა, 17 კი წინააღმდეგი წავიდა.
აქედან გამომდინარე ისინი არჩევნებში ხმას ვერ მიიღებენ.
პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას 33 დელეგატი მიიღებს.