ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის რევაზ არველაძის განცხადებით, ყველანაირი შეთავაზება ოპონენტების მხრიდან, მისი არჩევის შემთხვევაში, განხილული იქნება.
როგორც არველაძემ ყრილობაზე კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე განაცხადა, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია მისი მეტოქეები კიდევ ერთი საათის განმავლობაში დარჩებიან.
არველაძემ მადლობა გადაუხადა დელეგატებს, ყრილობაზე დამსწრე სტუმრებსა და გულშემატკივრებს და იმედი გამოთქვა, რომ ის არჩევნებში გაიმარჯვებს.