მაქვს უდიდესი რესურსი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ამას ქართული ფეხბურთისთის გამოვიყენებ, _ განაცხადა სფფ-ს ყრილობაზე ლევან კობიაშვილმა.
კობიაშვილმა დელეგატებს მოუწოდა, რომ მათ ღირსეული არჩევანი გააკეთონ.
"თქვენ პიროვნებებზე არ აკეთებთ არჩევანს, თქვენ აკეთებთ ქართული ფეხბურთის მომავლისთვის არჩევანს. მოგიწოდებთ თქვენ, რომ ღირსეული არჩევანი გააკეთოთ, რადგან ეს სჭირდება ქართულ ფეხბურთის მომავალს. გისურვებ წარმატეტებს რეზი, გულახდილად ვამბობ და ასევე მამუკა, შენც", _ აღნიშნა კობიაშვილმა.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ ლევან კობიაშვილი თავის კონკურენტებთან მივიდა და ხელი ჩამოართვა.