საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი საკუთარ გულშემატკივარს მადლობას უხდის.
"ძალიან ემოციური დღეა!
მადლობა ყველას, ვინც ქართული ფეხბურთის მომავალს მისცა ხმა, მადლობა ჩემი გუნდის წევრებს და მადლობა თქვენ, ჩემს გულშემატკივრებს იმისათვის, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მაძლევდით მოტივაციასა და ძალას.
მთავარი ახლა იწყება, ბრძოლა ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლისათვის!",_ წერს კობიაშვილი "ფეისბიკის" გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 33 დელეგატიდან ლევან კობიაშვილს ხმა 18-მა მის, მის მოწინააღმდეგე რევაზ არველაძეს კი მხარი 15-მა დელეგატმა დაუჭირა.
სფფ-ის არჩევნები სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში ცოტა ხნის წინ დასრულდა.