გვატემალაში, მეწყერის ჩამოწოლას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, მაშველებმა გათხრების შედეგად 130 გარდაცვლილი ადამიანის პოვნა შეძლეს, თუმცა 300-მდე მაცხოვრებელი დაკარგულად ითვლება.
გავრცელებული ინფორმაციით, მეწყერმა ათობით საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.
როგორც ცნობილია, მეწყერი, ელ ქამბრაიში, რომელიც გვატემალადან 16 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, ღამით ჩამოწვა.
ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება.