გერმანიის ფედერაციის კანცლერი ანგელა მერკელი გერმანიის მოქალაქეებში პოპულარობასა და ნდობას კარგავს.
ახალი რეიტინგის თანახმად, რომლის მიზანი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსის გამოვლენა იყო, მერკელმა მხოლოდ მეექვსე პოზიცია დაიკავა, ხოლო პირველი ადგილი და ყველაზე სანდო პოლიტიკოსის ტიტული მოქმედი კანცლერის უმთავრესმა ოპონენტმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა – ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მოიპოვა.
გარდა ამისა, რეიტინგში მერკელის წინ მოექცნენ ყოფილი და ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრები: შტაინმაიერის თანამებრძოლი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან პეერ შტაინბრუკი და ვოლფგანგ შოიბლე.