მეცნიერების ჯგუფმა, ინდონეზიაში, ახალი სახეობის ვირთხა აღმოაჩინა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მეცნიერების თქმით, აღმოჩენილი ვირთხის სახეობა სხვა ვირთხებისგან მკაფიო და უნიკალური თვისებებით გამოირჩევა.
მუზეუმ "ვიქტორიას" ძუძუმწოვართა სახეობის კურატორის, კევინ როუს თქმით, სახეობა ადრე დაუსაბუთებელი იყო.
"ამ ვირთხების შესახებ არაფერი არ არის ცნობილი, არც ის თუ რამდენად არიან ტყეში გავრცელებულნი."_ განაცხადა როუმ.
მისივე თქმით, მათ გასულ წელს ამფიბიური და უკბილო ვირთხებიც აღმოაჩინეს, რაც მორფოლოგიური ევოლუციის მიმდინარეობის მაუწყებელია.
"ახალი აღმოჩენილი ვირთხის ნესტოები ღორისას ჰგავს. მას ასევე ვირთხისთვის უჩვეულო გრძელი სახე და დიდი ყურები აქვს, ასევე დიდი ქვედა კბილები, რაც ჭირვეული ვირთხების მახასიათებელი ნიშანია", _ აღნიშნა როუმ.
როგორც ცნობილია, ვირთხები უკვე ინდონეზაში მუზეუმის ბინადრები არიან.