"გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, რომ დაბა ნასაკირალში მცხოვრები ძმები შავაძეები გირაოს გადახდის შემდეგ ციხიდან გამოვიდნენ.
ამირან და გურამ შავაძეებს 2015 წლის 4 ოქტომბერს, სასამართლომ შეუფარდა გირაო და თითოეულ მათგანს 6 000- 6 000 ლარის გადახდა დააკისრა. ამ საქმის მოსამართლე ბიძინა სტურუა არის.
ძმებ შავააძეებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილს ედავებიან, რაც ნიშნავს საზოგადოებრივ ადგილზე წესრიგის უხეშად დარღვევას.
დაპირისპირება დაბა ნასაკირალში მოხდა, როდესაც განათლების და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, სკოლის დირექტორის გათავისუფლების ბრძანება მოვიდა. მოსახლეობის თქმით, სკოლის ყოფილი დირექტორის, სპარტაკ გოგიტიძის გათავისუფლებაში დიდი წვლილი მიუძღვით ძმებ შავააძეებს. ამ ბრძანების მოსვლის შემდეგ შავაძეებსა და სოფლის ნაწილს შორის დაპირისპირება მოხდა.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შავაძეებმა 12 ათასი ლარი გადაიხადეს და უკვე სოფელში დაბრუნდნენ .
– ამ წუთებში ბიძაჩემი ბათუმში გადაგვყავს სამკურნალოდ, მეტს ვერაფერს გეტყვით. _ გვითხრა ოჯახის ახლობელმა.