საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თბილისის მერმა. თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს.
"მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ შექმნილი აჟიოტაჟი არის სრულიად უსაფუძვლო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ დედაქალაქის მთავრობა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული, " – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
დავით ნარმანიას თქმით, მერიაში არსებული ვაკანტური ადგილები უახლოეს მომავალში შეივსება კვალიფიციური კადრებით, თუმცა მას კანდიდტთა ვინაობა დღეს არ დაუსახელებია.
"ჩვენ ერთად გავაგრძელებთ იმ მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევას, რომელზეც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და თანმიმდევრულად და ეფექტიანადა განვავითარებთ ჩვენს დედაქალაქს," – განაცხადა დავით ნარმანიამ.