ქობულეთის მუნიციპალიტეტში გადაუღებლად წვიმს, რის გამოც გამგეობაში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
მუნიციპალიტეტის გამგებელის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, საგანგებო შტაბის წევრებსა და სპეციალურ მობილურ ჯგუფებთან ერთად დაზიანებული ადგილების მონახულებას აწარმოებს.
ამ დროის მონაცემებით ქ. ქობულეთში დატბორილია ჯავახიშვილის უბანი, გელაურის დასახლება, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, სააავადმყოფოს უბნის ნაწილი, რუსთაველისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების დასაწყისი. დამეწყრილია სოფელ ლეღვას, გვარას, კონდითის, გოგმაჩაურის, ზენითის, აჭყვისთავისა და ცეცხლაურის სასოფლო გზები.
მოსახლეობას ელექტრო ენერგია შეფერხებით მიეწოდება.
მობილიზებულია სამაშველო და სპეციალური მობილური ჯგუფები, ასევე შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებების გატარება.