ორგანიზაცია "ჰელსი ვუმენის" (ქალების ჯანმრთელობა) მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა: თანამედროვე ქალები სექსისგან კმაყოფილებას ვერ იღებენ და საკმარის ყურადღებას არ უთმობენ.
ექსპერტებმა სექსუალურ მიდრეკილებებზე საერთო ჯამში თვრამეტ წელს ზემოთ ათასზე მეტი ქალი გამოკითხეს.
რესპოდენტების 51% დარწმუნებულია, რომ კვირაში რამდენიმეჯერ სექსით დაკავება ნორმალურია. თუმცა, მხოლოდ 30%-ს ჰქონია ასეთი სიხშირით სქესობრივი კონტაქტი, ხოლო 66% კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათად იყო სექსით დაკავებული.
ქალების მხოლოდ 42-მა პროცენტმა განაცხადა, რომ სექსუალური ჯანმრთელობა მთლიანად ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ კვლევიდან გააკეთეს დასკვნა: ქალებს არ ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრებაში სექსი.
სექსუალური ცხოვრება ამცირებს სტრესის დონეს, აძლიერებს კუნთებს და იმუნიტეტის მუშაობას, წვავს ზედმეტ კალორიებს, – განმარტავს "ჰელსი ვუმენის" აღმასრულებელი დირექტორი ელიზაბეთ ბატაგლინო. ამასთან, როგორც სტატისტიკა აჩვენებს, კვირაში მინიმუმ ოთხჯერ სექსით დაკავებული ქალი 10 წლით ახალგაზრდულად გამოიყურება.
რაც შეეხება სექსით დაკმაყოფილებას, გამოკითხული ქალების 63%-სთვის სექსის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი პარტნიორთან კავშირის დამყარებაა. მაგრამ ქალების მხოლოდ 42%-ია კმაყოფილი ამ თვალსაზრისით არსებული მდგომარეობით.
სხვათაშორის, გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, კაცები კოცნას და ჩახუტებას სექსზე უფრო მნიშვნელოვნად თვლიან, ეს კინსის ინსტიტუტის სოციოლოგებმა დაამტკიცეს.
თავის მხრივ, ფსიქიატრი ნაომი გრინბლატი ხაზს უსვამს: ჩვენს დროში ქალებს სექსი უფრო ვალდებულებების ფარგლებში აქვთ და არა იმის გამო, რომ თავად პროცესი მოსწონთ.
დავუმატოთ ისიც, რომ ბევრ დასაქმებულ ქალს ამისთვის საკმარისი დროც არ აქვს. მილანელი სპეციალისტების ადრინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალები უფრო ხშირად შოკოლადზე ფიქრობენ, ვიდრე სექსზე. თუმცა, შოკოლადის მოყვარულებს ამავდროულად სექსუალური სურვილიც უფრო მომატებული აქვთ.