საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო შესარჩევის ბოლო ტურის მატჩი სტუმრად გერმანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართა. ლაიფციგში გამართული მატჩი დაძაბული გადმოდგა და მასპინძელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა.
მარცხის მიუხედავად ჩვენმა ფეხბურთელებმა კარგი მატჩი ჩაატარეს და მეტოქეს დიდი წინააღმდეგობაც გაუწიეს. ანგარიში 50-ე წუთზე თომას მიულერმა გახსნა, გერმანელმა თავდამსხმელმა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით მოახერხა ნუკრი რევიშვილის კარის აღება.
გაშვებულმა გოლმა კახა ცხადაძის შეგირდები არ დააბნია და ზუსტად სამ წუთში ეროვნული გუნდის კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ, შესანიშნავი დარტყმით წონასწორობა აღადგინა.
ანგარიშის გათანაბრების შემდეგ უპირატესობა ქართველმა ფეხბურთელებმა მოიპოვეს და გერმნალეთა კართან რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნეს, მაგრამ გოლის გატანა ვერაფრით მოახერხეს.