ლანჩხუთს სტიქია უტევს. ადიდებულმა მდინარეებმა ნინოშვილში, ჩოჩხათში, ლესაში და ჭინათში ხიდები წაიღო. განადგურებულია სავარგულები და დახოცილია შინაური ფრინველი.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის თქმით, სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა საკმაოდ დიდია:
_ კომისიები მუშაობენ ადგილებზე. ამ მონაცემებით, ზარალის ოდენობა მილიონ ნახევარ ლარზე მეტს შეადგენს, _ აღნიშნა ურუშაძემ.
































































