კვირას, 18 ოქტომბერს, 07:00-საათიდან 19:00 საათამდე, ჩაქვი-ქობულეთის საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. მოძრაობა დაიკეტება ჩაქვი-ქობულეთის გადასარბენზე არსებულ ერთლიანდაგიან ლითონის გზაგამტარ ხიდთან (კმ19 პკ8). სარკინიგზო-ტექნოლოგიური “ფანჯრის“ განმავლობაში _ 07:00 საათიდან 19:00 საათამდე, სანამ ავტომაგისტრალი დაკეტილი იქნება, მოძრობა შესაძლებელი იქნება შემოვლითი გზით.
გზაგამტარი ხიდის ქვეშ გზის დაკეტვა ხიდის მალის ნაშენის შეცვლის სამუშაოების გამო მოხდება.
ავტომაგისტრალზე მოსალოდნელი შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, მოსახლეობას მართებს გაითვალისწინოს ტრანსპორტის მოძრაობის დადგენილი რეჟიმი.