ალექსანდრე დოლიძე: _ ჯანმრთელობის მინისტრი, კარგი კაცია ყველანაირად.
მარინა დევიძე:_ განათლების მინისტრი, როგორც პედაგოგს;
მასწავლებლებს, მოსწავლეებს ლეპტოპები დაგვირიგა.
დოდო ლომინეიშვილი: _ ყველა კარგია, მის მოვალეობას
ყველა ასრულებს და არც ერთი არაა დასაწუნი.
ელისო გაჩეჩილაძე: _ ჩემს ნდობას? – სოფლის მეურნეობის მინისტრი.
თბილისელი ქალი ვარ ჩამოსული სოფელში და ვხედავ, რომ რაღაც კეთდება, არ ვარ უკმაყოფილო.
ლალი დოლიძე: _ არავინ არ იმსახურებს, ესაა ჩემი პასუხი.
მაიკო ხინთიბიძე: _ არცერთი არაფრის გამკეთებელი არაა.
მატუშა გოგუაძე: _ ყველა კაია ჩემდა, მე წამავალი აწი იქეთ
და რასაც კარგს გააკეთებენ, გამიხარდება.
რომან გორდელაძე: _ რომელია მოსაწინი, მაგრამ
სადღაც გამოირჩევა ზოგიერთები, რომელიც ხალხთან მიდის.