ლინდონ ლარუში (ამერიკის შეერთებული შტატები) – კენჭი იყარა 8-ჯერ
ასაკი: 93 წლის. პარტია: "ლარუშის მოძრაობა". მონაწილეობას იღებდა: 1976, 1980, 1984, 1988, 1992, 1996, 2000 და 2004 წლების ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში. საუკეთესო შედეგი: 25 562 ხმა (1988 წელს).
ერლ დოდჯი (ამერიკის შეერთებული შტატები) – კენჭი იყარა 6-ჯერ
იცოცხლა 75 წელი (1932-2007). პარტია: "მშრალი კანონის პარტია". მონაწილეობას იღებდა: 1984, 1988, 1992, 1996, 2000, 2004 წლების ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში. საუკეთესო შედეგი: 8002 ხმა (1988 წელს).
არლეტ ლაგიე (საფრანგეთი) – კენჭი იყარა 6-ჯერ
ასაკი: 74 წლის. პარტია: "მუშათა პარტია". მონაწილეობას იღებდა: 1974, 1981, 1988, 1995, 2002, 2007 წლების საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. საუკეთესო შედეგი: 5,72 პროცენტი (2002 წელს).
ხოსე საულ ვერმუსი (არგენტინა) –კენჭი იყარა 5-ჯერ
ასაკი: 72 წლის. პარტია: "მუშათა პარტია". მონაწილეობას იღებდა: 1989, 1995, 1999, 2003, 2011 წლების არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში. საუკეთესო შედეგი: 2,31 პროცენტი (2011 წელს).
ჟან-მარი ლე პენი (საფრანგეთი) – კენჭი იყარა 5-ჯერ
ასაკი: 87 წლის. პარტია: "ნაციონალური ფრონტი". მონაწილეობას იღებდა: 1974, 1988, 1995, 2002, 2007 წლების საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. საუკეთესო შედეგი: 17,8 პროცენტი მეორე ტურში 2002 წელს. 2011 წელს "ნაციონალური ფრონტის" ლიდერის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, გათავისუფლებული ადგილი თავის ქალიშვილს – მარინ ლე პენს დაუთმო.
იუჯინ მაკკარტი (ამერიკის შეერთებული შტატები) – კენჭი იყარა 5-ჯერ
იცოცხლა 89 წელი (1916-2005). პარტია: „დემოკრატიული პარტია". მონაწილეობას იღებდა: 1968, 1972, 1976, 1988, 1992 წლების ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში. საუკეთესო შედეგი: 740 460 ხმა 1976 წელს.