19 ოქტომბერს, სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი ჯარისკაცი იპოვეს. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კაპრალი გურამ კომლაძე, პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონში ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნელად მსახურობდა.
_ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ გურამ კომლაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს, _ აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.