"რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი ტელეკომპანიოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ძვირფასო ნაცებო და ძვირფასო ქოცებო. სანამ "რუსთავი 2" დამფუძნებლებს არ დაუბრუნდება, პრობლემა არ მოგვარდება.
ესაა ჩემი კომენტარი!", _წერს დვალი საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ხვალ სასამართლო "რუსთავი 2"-ს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს, ამის შემდეგ კი დაუყოვნებლივ დაიწება აღსრულების პროცესი. გვარამიამ ასევე აღნიშნა, რომ მას პირადი ცხოვრების შესახებ ვიდეოკადრების გამოქვეყნებითა და ოჯახის წევრების უსაფრთხოებით აშანტაჟებენ.