წუხელ გვიან ღამით, დაუდგენელმა პირებმა ლანჩხუთში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ფასადი და ასასვლელი კიბე წითელი საღებავით მოსვარეს და შეურაცმყოფელი წარწერები დატოვეს. ჩვენი ინფორმაციით, პოლიციელები გვიან ღამემდე პატრულირებდნენ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ უცნობია რომელ საათამდე აკონტროლებდნენ ისინი აღნიშნულ ტერიტორიას.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ოფისის შესასვლელ რკინის კარებზე გუშინაც მოხდა შეტევა "ქართული ოცნების" აქტივისტების მხრიდან, რაც კარების შედუღებით დასრულდა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით კი სამართალდამცველები ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას ახორციელებენ.